Vairkoseti

ნახეთ, როგორ მოვამზადოთ ვაშლის ძმარი სახლში და გამოვიყენოთ ისე, რომ მისი სასარგებლო თვისებები სრულად ავითვისოთგაეცანით ვაშლის ძმრის დამზადების და გამოყენების მარტივ და ეფექტურ გზას..

“75 წლის ქალი ვარ და შემიძლია ვთქვა, სიბერეში გამოვჯანმრთელდი, რასაც ვაშლის ძმარს უნდა ვუმადლოდე. არადა, 10 წლის წინათ უამრავი დაავადება მაწუხებდა (რევმატიზმი , კოლიტი, ვენების გაგანიერება). ვაშლის ძმრის მიღების დაწყებიდან კუჭის მუშაობა თანდათანობით მომიწესრიგდა. უკვე ყოველ დილით ვიღებ თაფლიან წყალში გაზავებულ 1 ს/კ ვაშლის ძმარს.

მის მომზადებას არავის ვანდობ და თვითონ ვამზადებ. მინდა ეს რეცეპტიც თქვენც გასწავლოთ: გარეცხეთ ვაშლი, მოაშორეთ დამპალი , ჭიანი , გაშავებული ადგილები , გახეხეთ მსხვილ სახეხზე, გადაიტანეთ მინის ქილაში, დაასხით თბილი წყალი (1კგ გახეხილ ვაშლს 1 ლ წყალი), ყოველ ლიტრზე დაამატეთ 100 გ თაფლი ან შაქარი, 10 გ საფუარი და 20 გ მშრალი შავი პური. დადგით თავღია ჭურჭლით ბნელ ოთახში 20-30 გრადუსზე და ყოველდღე 2-3-ჯერ მოურიეთ ხის კოვზით.

10 დღის შემდეგ გაწურეთ დოლბანდში და ფართოპირიან ჭურჭელში ჩაასხით. ყოველ ლიტრზე დაამატეთ 50-100 გ თაფლი ან შაქარი, აურიეთ. ჭურჭელს დააფარეთ დოლბანდი და შეინახეთ სითბოში, რათა დუღილი განაგრძოს, როცა დუღილი შეწყდება, ძმარიც მზად იქნება. ამას დაახლოებით 40-50 დღე სჭირდება. გაფილტრეთ, ჩაასხით ბოთლებში და შეინახეთ გრილ ადგილას. შემდეგ კი გამოიყენეთ ისე, როგორც გასწავლეთ ან სულაც შეიზილეთ მტკივნეულ სახსრებზე, ვარიკოზის დროსაც იდიალური საშუალებაა. დაგვერწმუნეთ ნამდვილად კმაყოფილი დაგვრჩებით..

 წყარო: სტატია მომზადებულია “კარაბადინზე” დაყრდნობით

აუცილებლად სანახავი:ბრინჯი, როგორც უმნიშვნელოვანესი წყარო მრავალი ვიტამინის და მკურნალობა ბრინჯით.

Facebook კომენტარები
Vairkoseti