Vairkoseti

მუხა ნამდვილად ძლიერი მკურნალია. მისი ქერქი კი სტომატიტის პირველი წამალია!“ხშირად მაქვს სტომატიტი. ძალიან მშველის მუხის ქერქის ნაყენი, რომელიც ასე მზადდება: 1 სავსე ჩაის კოვზ მუხის დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 1 ჭიქა წყალი, ადუღეთ 20 წუთი ნელ ცეცხლზე, შეფუთეთ, დატოვეთ 2 საათი, გაფილტრეთ და ივლეთ პირში დღეში 2-3-ჯერ. ასევე მინდა შემოგთავაზოთ ავიტამინოზის სამკურნალო საშუალება. სხვათა შორის, სტომატიტის გახშირების მიზეზი ვიტამინების ნაკლებობაც ყოფილა. თანაც გაზაფხულის პირზე ეს პრობლემა ბევრ ადამიანს აქვს.

ერთმანეთში კარგად აურიეთ 2 წილი წითელი მოცვის ნაყოფი, 3 წილი ჭინჭრის ფოთოლი და 3 წილი ასკილის ნაყოფი (ყველაფერი დააქუცმაცეთ). 4 ჩ/კ ამ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 3-4 საათით დადგით, გაფილტრეთ და სვით თითო ჭიქა 3-4-ჯერ დღეში.”

ექიმის კომენტარი: მუხის ქერქის პრეპარატებს აქვს ანტიანთებითი, ლორწოვანი გარსის დამცავი და, აგრეთვე, ჭიების საწინააღმდეგო მოქმედება. მუხის ქერქში შემავალი ტანინის ლორწოვანი გარსის ცილებთან ურთიერთქმედებით წარმოიქმნება დამცავი აპკი, რომელიც იცავს ქსოვილებს გაღიზიანებისგან. შედეგად კი ჩერდება ანთებითი პროცესი და ტკივილი მცირდება. გარდა ამისა, ქერქში შემავალი ნივთიერებები შლის პათოლოგიურ მიკროორგანიზმთა ცილებს.

წყარო: სტატია მომზადებულია “კარაბადინზე” დაყრდნობით

აუცილებლად სანახავი:ბრინჯი, როგორც უმნიშვნელოვანესი წყარო მრავალი ვიტამინის და მკურნალობა ბრინჯით.

Hard.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები
Vairkoseti