Vairkoseti

სამუდამოდ დაივიწყეთ საძილე აბები! ბანანის და დარიჩინის ჩაი კი, ამაში ეფექტურად დაგეხმარებათ

გიჭირთ დაძინება? ეს ყველას დაგვმართნია ცხოვრებაში ერთხელ მაინც. რადგან დღესდღეობით სრულყოფილი ძილი უკვე პრივილეგიად ითვლება. შეიძლება გაგიჭირდეთ დაძინება და დასვენების შეგრძნება. ამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მობილური ტელეფონების, კომპიუტერების და სხვა ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება, სტრესი და ელექტრომაგნიტური სიხშირეები. კაშკაშა განათება და მრავალი სხვა ფაქტორიც, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს ნერვულ სისტემაზე და ძილის ჰორმონებზე, რაც საბოლოოდ გავლენას ახდენს თქვენი ძილის ხარისხზეც.

რატომაა მნიშვნელოვანი სრულყოფილი ძილი:  ბევრმა ფაქტორმა, როგორც გარეგნულმა, ისე შინაგანმა, შეიძლება გავლენა მოახდინოს ტვინზე, ჰორმონებზე და ნერვულ სისტემაზე, რამაც შეიძლება შეცვალოს თქვენი ძილის რეჟიმი ან მისი ხარისხი. ყველაზე მარტივი საძილე აბების მიღებაა, მაგრამ არის თუ არა ეს რეალურად კარგი გამოსავალი?

ცნობილია, რომ საძილე აბებს აქვთ გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა, ყაბზობა, კუჭის ტკივილი, კონცენტრაციის გაძნელება, მეხსიერების პრობლემები და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებაც კი.

ძილი ძალიან მნიშვნელოვანია. როცა სრულყოფილად ვერ გამოიძინებთ, თქვენი სხეულის ოპტიმალური ფუნქციონირების უნარი იკარგება. თქვენი შემეცნებითი აზროვნების გონებრივი უნარები დაქვეითებულია, ენერგიის დონე მცირდება და თქვენ კიდევ უფრო დიდი რისკის ქვეშ ხართ დაავადების და ჯანმრთელობის ისეთი პირობების წინაშე, როგორიცაა სიმსუქნე, დიაბეტი და კიბო.

ბანანი და დარიჩინი ძილის გასაუმჯობესებლად!

თავს ბევრად უკეთ იგრძნობთ, უკეთესადაც იმოქმედებთ და დაგეხმარებათ გარკვეული დაავადებების თავიდან აცილებაშიც, თუ მინიმუმ რვა საათის განმავლობაში გამოიძინებთ ყოველ ღამე. თქვენ არ დაგჭირდებათ საძილე აბები, მაგრამ მათ ნაცვლად რა გამოგადგებათ? ბანანისა და დარიჩინის ჩაი!

ბანანი მდიდარია კალიუმით და მაგნიუმით, მაგრამ ბევრმა არც კი იცის, რომ ბანანის ქერქს უფრო მეტი კალიუმი და მაგნიუმი აქვს, ვიდრე თავად ბანანი და ხშირად მას ნაგავში ვყრით.

მაგნიუმი სტრესისთვის: 

ამ მარტივი რეცეპტით შეგიძლიათ მიიღოთ ბანანის ქერქის კალიუმის და მაგნიუმის სარგებელი. კალიუმი და მაგნიუმი კარგია ნერვული სისტემისთვის და იდეალურია კუნთების დასამშვიდებლად. სინამდვილეში, მაგნიუმი ყველაზე მნიშვნელოვანი მინერალია კუნთების რელაქსაციისთვის და შეუძლია შეამციროს კუნთების კრუნჩხვები სხვა ტკივილებთან ერთად.

როცა სტრესში ხართ, გამოიცანით რომელი მინერალი იშლება პირველი თქვენი ორგანიზმიდან?! მაგნიუმი. მაგნიუმი საჭიროა სტრესის სამართავად, რაც საშუალებას გაძლევთ დაისვენოთ და დაიძინოთ.

დარიჩინის ჩაი ძილის სტაბილიზაციისა და გასაუმჯობესებლად: დარიჩინის ჩაი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სისხლში შაქრის დონის დასაბალანსებლად.

თუ სისხლში შაქრის დონე არეულია, მაშინ შეიძლება იგრძნოთ მოზღვავებული ენერგია ღამით ან დაღლილი იყოთ მთელი დღის განმავლობაში.

ხოლო ბანანის ქერქისა და დარიჩინის სამკურნალო ღირებულების გამოყენებით შეგიძლიათ დაძლიოთ უძილობა.

ბანანი და დარიჩინი. ჩაი სრულყოფილი ძილისთვის!
ინგრედიენტები:

1 ორგანული ბანანი (ქერქით), კარგად გარეცხილი
1 პატარა ქვაბი წყალი
დარიჩინი

ინსტრუქცია: უბრალოდ უნდა მოაჭრათ ბანანის ორი ბოლო (ზედა და ქვედა)
ბანანი მოათავსეთ მდუღარე წყალში, ადუღეთ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. წყალში დაამატეთ ცოტაოდენი დარიჩინიც. თუ გსურთ დაამატოთ ცოტა სტევია დამატკბობლად, შეგიძლიათ ამის გაკეთება. სტევია ხელს უწყობს სისხლში შაქრის დაბალანსებას ძილის წინ. სურვილისამებრ დაამატეთ მეტი დარიჩინი და გემრიელად მიირთვით.

Facebook კომენტარები
Vairkoseti