Vairkoseti

აი, რატომ უნდა დალიოთ ჯანჯაფილის ჩაი ყოველდღე და როგორ მოვამზადოთ ის სწორად!

წარმოუდგენლად სამკურნალო სასმელი!

მწვანე ჩაი ან ყავა ყველაზე პოპულარული დილის სასმელია მილიონობით ადამიანისთვის. მაგრამ ამ სასმელების გარდა, უნდა იცოდეთ, რომ არსებობს სხვა სასმელებიც, რომლებიც დილით შეგიძლიათ დალიოთ, და რომლებიც შეიძლება კიდევ უფრო სასარგებლო იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის.

ჯანჯაფილის ჩაი

ჯანჯაფილის ჩაი მდიდარია ანტიოქსიდანტებით და აქვს ჯანმრთელობის მრავალი სარგებელი. აქ კი გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს:

აძლიერებს იმუნურ სისტემას:

ჯანჯაფილი შეიცავს 2 აქტიურ ნაერთს, გინჯეროლს და შოგაოლს, რომლებსაც შეუძლიათ გააძლიერონ იმუნური სისტემა მათი ძლიერი ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებებისდა გამო.

ანთების საწინააღმდეგო მოქმედება:

ჯანჯაფილი ძლიერი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელსაც შეუძლია შეამციროს ორგანიზმში ანთება და დაგიცვათ მრავალი დაავადებისგან.

აუმჯობესებს ტვინის მუშაობას:

ჯანჯაფილის რეგულარული მოხმარება გააუმჯობესებს თქვენს მეხსიერებას და შემეცნებას, რის გამოც ჯანჯაფილის ჩაი რეკომენდირებულია საშუალო ასაკის ქალებისთვის და მოხუცებისთვის. ჩაი ასევე ხელს უშლის ანთებას, ოქსიდაციურ სტრესს და სხვა პრობლემებს.

აუმჯობესებს ცირკულაციას: ჯანჯაფილი გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უშლის ნადების დაგროვებას არტერიებში. ის დაგიცავთ მაღალი ქოლესტერინისა და გულის დაავადებებისგან და მნიშვნელოვნად ამცირებს გულის შეტევის რისკსაც.

აუმჯობესებს საჭმლის მონელებას: ჯანჯაფილს შეუძლია გააუმჯობესოს საკვები ნივთიერებების შეწოვა და განკურნოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა საჭმლის მონელების დარღვევა, გულისრევა, ღებინება, კრუნჩხვები, დიარეა და ა.შ.

აი, როგორ უნდა მოამზადოთ სწორად ჯანჯაფილის ჩაი:

ინგრედიენტები:

– 4-6 ცალი კოჭა (ჯანჯაფილი)
– 1 ჭიქა წყალი
– ორგანული თაფლი

ინსტრუქცია: ქვაბში ჩაასხით წყალი და ადუღეთ, შემდეგ დაუმატეთ ჯანჯაფილი და შეამცირეთ ცეცხლი. ადუღეთ კიდევ 15 წუთი, შემდეგ სითხე ჩაასხით ჩაის ჭიქაში, დატოვეთ გაცივებამდე. ბოლოს დაუმატეთ თაფლი და გემრიელად მიირთვით.

Facebook კომენტარები
Vairkoseti